გუშინ საღამოს, კატალონიური კლუბის ვებგვერდზე ასეთი განცხადება გამოქვეყნდა: "ბარსელონამ" და "ბენფიკამ", ნელსონ სემედუს ტრანსფერის თაობაზე, შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას პარასკევს გაივლის."
მართლაც, სემედუ ბარსელონაში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და "ბარსას" მაისურით სურათებიც გადაიღო. ამ ყველაფერს კი "ბენფიკას" ოფიციალური განცხადება მოჰყვა.
პორტუგალიური კლუბი "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს ადასტურებს, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არაა. ლისაბონელები ასევე ადასტურებენ, რომ მათ სემედუს "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმების გავლის უფლება მისცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებმა