ესპანური პრესა: ნეიმარი "ბარსელონადან" წასვლაზე ფიქრობს

AutoSharing Option
ბოლო 2 დღის განმავლობაში, ესპანური პრესა ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლის საკითხს აქტიურად განიხილავს.

ინფორმაცია პირველად Sport-მა გაავრცელა. კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ბრაზილიელი "ბარსელონაში" თავს არაკომფორტულად გრძნობს, გარემოცვა კი მას სხვა გუნდში გადასვლისკენ უბიძგებს. მიზეზი ისაა, რომ ნეიმარმა ლიონელ მესის ჩრდილიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. არადა, 25 წლის ფეხბურთელს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეობაზე აქვს პრეტენზია.

კიდევ უფრო შორს წავიდა მადრიდული AS-ი, რომლის ცნობით, ნეიმარის წარმომადგენლები "პარი სენ ჟერმენს" დაუკავშირდნენ. მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარე კვირაშია მოსალოდნელი.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი მზადაა ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი
ევრო გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული