ვილიარის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდია ფეხბურთის ფედერაციას დღეს დილით ეწვია და ამ სტუმრობას პრეზიდენტისა და მისი შვილის დაპატიმრება მოჰყვა.
ვილიარის დაპატიმრება იმ გამოძიების შედეგია, რომელიც წელიწადზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კონკრეტული ბრალდებების შესახებ, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს წაუყენეს, ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.