დროა, ეს შოუ შევწყვიტოთ - აურზაური ნეიმარის გამო

AutoSharing Option
"მარკას" ექსკლუზიური ინფორმაცია - "პარი სენ-ჟერმენს" რომ ნეიმარის გადაბირება სურს - უკვე გაცნობეთ. დასახელდა ტრანსფერის სავარაუდო თანხაც - 222 მილიონი ევრო!

გარდა ამისა, ესპანურმა საინფორმაციო საშუალებებმა დაწერეს იმის თაობაზეც, რომ მიმდინარე კვირაში ბრაზილიელი ვარსკვლავის მამა პარიზული კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის უნდა შეხვდეს. ამასობაში, "ბარსელონაში" დარწმუნებულები არიან, რომ ამხელა თანხას ბრაზილიელის სანაცვლოდ ვერავინ გადაიხდის.

"პარი სენ-ჟერმენმაც" უკან დაიხია. "დროა, ეს შოუ შევწყვიტოთ. საუბარია ძალიან დიდ სატრანსფერო თანხაზე და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ." - თქვა პარიზული კლუბის წარმომადგენელმა, ვინც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.

"200 პროცენტით გარწმუნებთ, რომ ნეიმარი არსად წავა." - თქვა "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი მესტრემ.

P. S. ამასობაში ბრაზილიური "ესპორტე ინტერატივო" ირწმუნება, რომ ნეიმარი უკვე შეუთანხმდა "პარი სენ-ჟერმენს" და "ფოტოსაც" აქვეყნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კისერძე მაისური ისე ზის,რომ ძნელი მისახვედრი არ არის,აშკარად ფოტომონტაჟია!
patiko
18:08 19-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული