"რონალდომ ექსტრა-არდადეგები დაიმსახურა. ჩვენ მას უბრალოდ დაველოდებით. კრიშტიანო "რეალში" რჩება, ამ ისტორიას წერტილი დაესვა", - განაცხადა ფრანგმა თავკაცმა.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთში არსებული საგადასახადო პრობლემების გამო, რონალდუ "რეალის" დატოვებას აპირებდა, მაგრამ უკანასკნელი ცნობებით, პორტუგალიელმა მადრიდში დარჩენა გადაწყვიტა.
"ოქროს ბურთის" მფლობელი, რომელსაც ზიდანმა დამატებითი შვებულება გამოუწერა, 8 აგვისტოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ევროპის სუპერთასზეც არ ითამაშებს. ის გუნდს 12 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე, "კლასიკოში" დაუბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"