ჟერარდ პიკემ სოციალურ ქსელში მისი და ნეიმარის ფოტო გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" რჩება, მაგრამ...
ხმები ნეიმარის 222 მილიონ ევროდ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შესახებ არადა, არ ცხრება, პირიქით - მედია უახლოეს დღეებში (შესაძლოა, საათებში) "ბომბის გასკდომას" ელის.
ვალვერდე ამბობს, რომ "ბარსა" არ დაუშვებს ნეიმარის ტრანსფერს, მაგრამ კლუბს არავინ დაეკითხება, თუ
სხვათა შორის, ნეიმარს "ბარსელონაში" დარჩენა "რეალის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომაც ურჩია.
"სპორტის" ინფორმაციით, "ბარსელონა" არ აპირებს ბრაზილიელისთვის ხელფასის მომატებას იმ შემთხვევაში, თუ იგი კლუბში დარჩენას გადაწყვეტს. ნეიმარის ახლანდელი ხელფასი 25 მილიონ ევრომდეა, ხოლო პსჟ მას 30 მილიონ ევროს სთავაზობს, პლუს გადასვლისთვის დიდ ბონუსს თავად ფეხბურთელსაც და მის მამასაც.
აი, რას ამბობს პსჟ-ს ყოფილი თავკაცი ლორან ბლანი: "პსჟ-ს ევროპულ გრანდად ქცევა უნდა და ამის უდიდესი პოტენციალი აქვს. ნეიმარის კალიბრის ფეხბურთელით, მომავალში შესაძლოა, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბიც კი გახდეს. ის, რომ მყოლოდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევძლებდი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"