კაზემირო ნეიმარს "რეალში" იწვევს

AutoSharing Option
"რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო ნეიმარი "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ საუბრობს და მას მადრიდულ გუნდში იწვევს.

"ნეიმარმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. მან იცის, როგორ უნდა მოიქცეს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი თამაში მომწონს. მან იცის რას აკეთებს, მას შესანიშნავი მამა ჰყავს, რომელიც, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, მხარს უჭერს.

თუ ნეიმარი "ბარსელონადან" წავა, მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

რატომ არ უნდა ითამაშოს ნეიმარმა "რეალში"? მადრიდში მისი ხილვით მოხარულნი ვიქნებოდით." - ციტირებს კაზემიროს სიტყვებს AS-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის გადაბირებას "პარი სენ ჟერმენი"
ცდილობს, რომელიც მზადაა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული