"ბარსელონას" ნადიმი ნიუ იორკში

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა თასის მატჩის წინ, "ბარსელონას" ვარსკვლავებმა გართობა გადაწყვიტეს და ამისთვის ბრუკლინის ერთ-ერთი რესტორანი აირჩიეს.

კერძოდ, ვახშამი მოაწყვეს ლიონელ მესიმ, ლუის სუარესმა და სერხიო ბუსკეტსმა, რომლებსაც თან ოჯახის წევრები და მეგობრები ახლდნენ. ფოტოები საკუთარ "ინსატგრამზე" თავად რესტორნის ადმინისტრაციამ განათავსა.

"ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე 27 ივლისს გაიმართება, დასაწყისი თბილისის დროით 3 საათზე და 30 წუთზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეგარგოთ ბიჭებო.თქვენზე ყველაფერი ალალია.
ლევანი
26 ივლისი 2017 02:07
0

სიახლეები პოპულარული