![](https://sportall.ge/pictures/image31/8e5223d6feb0cb0de84d4922b584787b.jpg)
"ჩვენ ყველას გვინდოდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო. ახლა კი, ერთადერთი გამოსავალი ნეიმარის ალაპარაკებაა.
ჩვენ გვინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს, მაგრამ ასევე გვინდა, რომ სიტუაცია დაწყნარდეს. ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება." - აცხადებს ინიესტა.
უკვე რამდენიმე კვირაა, ნეიმარს "პარი სენ ჟერმენს" უკავშირებენ და ბოლო ცნობებით, ბრაზილიელის საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლის საკითხი გადაწყვეტილია. თუმცა, თავად ფეხბურთელი ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.