საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას ამხანაგურის არაფერი ეტყობოდა. გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და გულშემატკივრებს კარგი სანახაობა შესთავაზეს.
შეხვედრა "ბარსელონას" დიდი უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებზე შექმნილი არაერთი სახიფათო მომენტიდან კატალონიელებმა 2 გოლადაც აქციეს.
მე-3 წუთზე, მესის დარტყმას რიკოშეტი და ანგარიშის გახსნა მოჰყვა. ოთხ წუთში, მარცხენა ფლანგიდან ნეიმარის გადაცემის შემდეგ, ლუის სუარესმა ბურთი გაატარა, ივან რაკიტიჩმა კი ძლიერად და ზუსტად დაარტყა, 0:2.
"ბარსელონა" შეტევებს განაგრძობდა, მაგრამ მე-14 წუთზე გოლი
ტაიმის მეორე ნახევარში, უპირატესობა კვლავ "ბარსელონამ" მოიპოვა, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა გოლი საკუთარ კარში მიიღო. 36-ე წუთზე, მარკო ასენსიომ კონტრშეტევა წამოიწყო და კოვაჩიჩის გადაცემის შემდეგ პირისპირ გასულმა, გოლიც თავად გაიტანა.
მეორე ტაიმიც "ბარსელონას" შეტევებით დაიწყო, რამაც შედეგი 50-ე წუთზე მოიტანა. ნეიმარმა, რომელიც "ბარსელონას" მაისურით, სავარაუდოდ, ბოლო თამაშს ატარებდა, საჯარიმოში ჩააწოდა, უმეთვალყურეოდ დატოვებულმა პიკემ კი ბურთი კარში იოლად გადაგზავნა.
მალევე, მწვრთნელებმა გუნდების ლიდერების შეცვლა დაიწყეს და თამაშიც ნაკლებად სანახაობრივი გახდა. მე-2 ტაიმში მცირე უპირატესობას "რეალი" ფლობდა, მაგრამ ეს ანგარიშის კიდევ ერთხელ გასათანაბრებლად საკმარისი არ გამოდგა. ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო დაპირისპირების მსგავსად, "ბარსელონამ" ამჯერადაც 3:2 მოიგო.
"ბარსელონა", 3 თამაშიდან სამივეს მოგებით, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ამერიკის ზონის გამარჯვებული გახდა. "რეალი" კი, რომელმაც სამივე შეხვედრა წააგო, ბოლო, მე-8 ადგილზე გავიდა.
რეალი: ნავასი, კარვახალი (ჰაკიმი 74), ვარანი (ვალიეხო 46), რამოსი (ნაჩო 46), მარსელო (ერნანდესი 74), მოდრიჩი (ისკო 46), კაზემირო (ლიორენტე 74), კოვაჩიჩი (სებალიოსი 74), ბეილი (არნაის ოსკარი 74), ბენზემა (მაიორალი 74), ასენსიო (ვასკესი 46)
ბარსელონა: სილესენი, ვიდალი (სემედუ 63), პიკე (მასკერანო 73), უმტიტი (ვერმალენი 63), ალბა (დინი 73), რაკიტიჩი (ალენია 73), ბუსკეტსი (სამპერი 73), ინისეტა (რობერტო 46), მესი (დენის სუარესი 63), სუარესი (ალკასერი 63), ნეიმარი (თურანი 73)
გოლები: 0:1 მესი 3, 0:2 რაკიტიჩი 7, 1:2 კოვაჩიჩი 14, 2:2 ასენსიო 36, 2:3 პიკე 50