"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. იოლი შეხვედრა არ ყოფილა, ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ. არბიტრმა მოედანზე დაძაბული და მძაფრი ბრძოლის მიუხედავად, უბრალოდ ბრწყინვალედ იმუშავა.
შესანიშნავად ითამაშა კასილასმა, თუმცა არ მომეწონა, რომ მცველები მეტოქეს მისი კარის მისამართით დარტყმის საშუალებას ხშირად აძლევდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი გუნდით ვამაყობ", - განაცხადა მოურინიომ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით