"ერკულესმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

AutoSharing Option
"ერკულესის" ხელმძღვანელობამ ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში "ოსასუნასთან"(0:4) დამარცხების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ესტებან ვიგო დაითხოვა. არადა, ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე ვიგომ განაცხადა, რომ გუნდის სჯერა და პოსტის დატოვებას არ აპირებს.

არადა, ვიგოს ამის თქმის საფუძველი სწორედაც რომ ჰქონდა - ბოლოს და ბოლოს, 2010/2011 წლების სეზონში "ერკულესი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც "ბარსელონას" დამარცხება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ "ერკულესი" პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში 20-ე ადგილზე იმყოფება და 29 მატჩის შემდეგ 26 ქულა აქვს მოპოვებული.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული