მესიმ, კეიტამ და პიკემ რასიზმის საწინააღმდეგ გაილაშქრეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა ლიონელ მესიმ, სეიდუ კეიტამ და ხერარდ პიკემ ორშაბათს რასიზმის გამოვლინებათა საწინააღმდეგო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ეს ღონისძიება "ბარსელონამ" ”იუნესკოს” ფონდთან ერთად ჩაატარა, რომელიც ამ ნეგატიურ მოვლენასთან ბრძოლაში დიდ ძალისხმევას იჩენს.

ფეხბურთელებმა აქციის ფარგლებში დიდი გრაფიტი დახატეს ლოზუნგით "რასიზმი თამაშგარეთ", ასევე მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი სარეკლამო რგოლის გადაღებაში.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს მთელს მსოფლიოში რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის დღე აღინიშნება.


მომზადებულია sportbox.ru-ს მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული