"ერკულესი" შესაძლოა ბიელსამ ჩაიბაროს

AutoSharing Option
"ერკულესი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნას აგრძელებს, მას შემდეგ რაც ახლახანს ამ პოსტიდან ესტებან ვიგო გაათავისუფლა.

პრიმერადივიზიონის აუტსაიდერის თავკაცის თანამდებობაზე ერთერთი პრეტენდენტი არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსაა. ადრე ის ჩილეს ნაკრებში მუშაობდა, თუმცა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან წარმოქმნილი უთანხმოების გამო თავისი პოსტი დატოვა.

ბიელსას გარდა "ერკულესის" სათავეში ჩადგომის შანსი ნესტორ გროსიტოს და მიროსლავ ჯუკიჩს აქვთ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული