ჩემი ბრაზილიელი ჩემთან

AutoSharing Option
"ბარსელონა" მოხარულია გაუწყოთ, რომ მიღწეულია შეთანხმება დანი ალვეშთან. ის კლუბთან კონტრაქტს კიდევ სამი წლით აგრძელებს, 2015 წლის 30 ივნისამდე. დოკუმენტს ხელი ოთხშაბათს მოეწერება" - გამოქვეყნდა "ბარსას" ოფიციალურ საიტზე.

ასე დაესვა წერტილი რამდემიმეთვიან სპეკულაციებს - ბრაზილიელი დანიელ ალვეში კატალონიურ გრანდში დარჩა. "ეს ის სიახლეა, რასაც კარგა ხანს ველოდით, კლუბიც და ფეხბურთელიც. მოლაპარაკება დიდ ხანს კი გაგრძელდა, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა დაძაბული, თანაც დანი მოედანზე კვლავ ბრწყინვალედ თამაშობდა", - განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ანდონი სუბისარეტამ. ახლა ჯერი ხოსე პინტოსა და ერიკ აბიდალზეა.
დიახ, აბიდალზე, არ მოგესმათ...


...პეპე რეალში, 2016-მდე
რა თქმა უნდა, კარგად ვუწყით, რომ პეპე პორტუგალიის მოქალაქეა და პორტუგალიის ნაკრებში თამაშობს, თუმცა ბრაზილიური წარმოშობისაა და 18 წლამდე ევროპა თვალით არ ჰქონდა ნანახი.

"მარკა" ამტკიცებს, რომ პეპეს საკონტრაქტო დისპუტი "რეალთან" დასრულდა და ის გაურიგდა კლუბის ხელმძღვანელობას და დღე-დღეზე 2016 წლამდე გააფორმებს ხელშეკრულებას.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, პეპე "რეალში" წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოდ. აქამდე ის წელიწადში 1,8 მილიონ ევროს იღებდა. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი იყო "სამეფო კლუბში".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული