ჟოზე მოურინიო: ვფიქრობ, რონალდო "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდო ჩემპიონთა ლიგის პირველი ¼ ფინალური მატჩისთვის "ტოტენჰემთან" მუხლქვედა მყესის ტრავმისგან გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

"ვფიქრობ, ის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს. უახლოეს უქმეებზე მატჩი არ გვექნება, რაც მას გამოჯამრთელების საშუალებას მისცემს.

არ ვფიქრობ, რონალდო ესპანეთის ჩემპიონატში "სპორტინგთან" თამაშს შეძლებს. მაგრამ რომც შეძლოს, არ ვაპირებ გავრისკო, რადგან მსურს, ის ჩემპიონთა ლიგის თამაშისთვის მზად იყოს.

იმედი მაქვს, კრიშტიანუ ფორმის პიკში "ტოტენჰემთან" მატჩისთვის იქნება", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.


მომზადებულია AS-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული