"ბარსელონაში" აბიდალის გამოკვლევის შედეგებს ელიან

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველის ერიკ აბიდალის აგენტმა დავიდ ვენდიტელიმ ფრანგი ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ მოჰყვა და აღნიშნა რომ ის თავს კარგად გრძნობს.

გასულ კვირას აბიდალს ოპერაცია გაუკეთეს, მას შემდეგ რაც მას ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა.

"აბიდალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია. ფიზიკურ პლანშიც ერიკი უკეთესობისკენ მიდის. ახლა მთავარია ბიოფსიის შედეგებს დაველოდოთ, რომელიც მსგავსი დიაგნოზის დროს აუცილებელია.

"ბარსელონას" მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ კლუბმა ერიკს მხარდაჭერა გამოუცხადა და გამოჯანმრთელების შემდეგ მასთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს", - განაცხადა ვენდიტელიმ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული