"ჩეხეთის ნაკრები ჩვენი უმთავრესი კონკურენტია ჯგუფში. ამ გუნდს გამოარჩევს კარგი ტექნიკური და ფიზიკური მზადყოფნა. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსმა მათ შესაშურ ფიზიკურ კონდიციებს. ბოლო წლებში ჩეხეთის ნაკრები ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენი მთავარი გასაჭირი ისაა, რომ ფეხბურთელები ძალიან დატვირთულნი არიან, როგორც საშინაო საკლუბო ტურნირებში, ასევე ევროთასებზე. მათ სეზონში
ამ ნაკრებების ურთიერთობა (თუკი ჩეხეთსლოვაკეთის დროინდელ გუნდსაც ჩავთვლით) საკმაოდ ტრადიციული. ესპანეთი ჩეხეთს (ან ჩეხეთსლოვაკეთს) სულ 13-ჯერ შეხვდა. "ფურია როხას" უარყოფითი ბალანსი აქვს - ხუთი მოიგო, მაგრამ 7 წააგო (1 ფრე). სამაგიეროდ, საშინაო მატჩებში ესპანელებმა ხუთიდან ოთხი დაპირისპირება მოიგეს.
მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრები მუნდიალზე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა, გუნდმა ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგო (სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს შესწვდა).
ეს თამაში მნიშვნელოვანია დავიდ ვილიასთვის, თუკი "ბარსელონას" ფორვარდი გოლს გაიტანს, ეს მისი 45-ე გოლი იქნება ნაკრების მაისურით და ის "ფურია როხას" ისტორიაში ერთპიროვნული ბომბარდირი გახდება. ახლა კი "ელ გუახე" ამ ტიტულს "რეალის" ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანკოს უყოფს, რომელიც "შალკეში" თამაშობს და საერთაშორისო კარიერა დასრულებული აქვს.
დელ ბოსკემ ძირითადად ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით დააკომპლექტა გუნდი. ნაკრებში სულ სამი ლეგიონერია, სამივე ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშობს: პეპე რეინა (ლივერპული), ფერნანდო ტორესი (ჩელსი) და დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი).
თამაში "ესტადიო ნუევო ლოს კარმენესზე" ჩატარდება, რომლის გახნის მატჩზე "რეალი" ამხანაგურად გაეჯიბრა "ლევერკუზენს". ამ სტადიონზე პირველი გოლი პეტერ დუბოვსკიმ გაიტანა, რომელიც ჩეხია.
ბოლოს, და ერთადერთხელ, ჩეხებმა ესპანეთში 1988 წელს მოიგეს, მაშინ მალაგაში ჩეხეთსლოვაკეთის ნაკრებმა 2:1 იმარჯვა. 1990 წლის მერე ჩეხებს ესპანელებისთვის არ მოუგიათ.
ჩეხთა ნაკრებში ერთი ფეხბურთელიც არ თამაშობს ლა ლიგაში. პრიმერაში თამაშის გამოცდილება მხოლოდ იაროსლავ პლაშილს აქვს, რომელიც ახლა "ბორდოში" თამაშობს, მანამდე "ოსასუნაში" თამაშობდა.
ბოლოს ეს გუნდები 1997 წელს შეხვდნენ ერთმანეთს - ვალიადოლიდში ხავიერ კლემენტეს გაწვრთნილმა ესპანეთმა 1:0 მოუგო ჩეხეთს. ერთადერთი გოლი ფერნანდო იერომ პირველი ტაიმის მიწურულს პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
ესპანეთი-ჩეხეთი
ესპანეთი (სავარაუდო): კასილიასი - სერხიო რამოსი, პიკე, ალბიოლი, კაპდევილა - ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - სილვა, ვილია, ინიესტა.
ჩეხეთი (სავარაუდო): ჩეხი - პოსპეხი, ჰუბნიკი, ჰუბშმანი, მ. კადლეცი - პლაშილი, პოლაკი, როსიცკი, პუდილი - ნეციდი, ვ. კადლეცი.