გაიტანს ჯუკიჩი პენალტს ერკულესში?

AutoSharing Option

ლა ლიგის მაჩანჩალა კლუბ "ერკულესს" ახალი თავკაცი ჰყავს - ესპანური მედია პროგნოზებში მწარედ შეცდა - ესტებან ვიგოს სავარძელი არგენტინელ მარსელო ბიელსას არ ჩაუბარებია - ალიკანტეური კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გუნდს სეზონის ბოლომდე სერბი მიროსლავ ჯუკიჩი გაწვრთნის.

ესტებან ვიგო ლა ლიგაში ერთადერთი კაცია, რომელმაც ამ სეზონში "ბარსელონას" დამარცხება მოახერხა, მაგრამ მან მაინც ვერ შეინარჩუნა თანამდებობა, რადგან ბოლოს ვალენსიის მხარის კლუბი ძალიან ცუდად თამაშობდა და ცხრილის ფსკერზე დაეშვა.

მიროსლავ ჯუკიჩი 45 წლისაა, ის 2008 წელს სერბეთის ნაკრების თავკაცობიდან გაანთავისუფლეს, მას
შემდეგ, რაც მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა 8 თვის განმავლობაში ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო. მანამდე ის სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებს და "პარტიზანს" თავკაცობდა. ბოლოს ჯუკიჩი ბელგიაში მუშაობდა, მაგრამ 2009 წელს "მუსკრონი", სადაც ის ირჯებოდა, ნაწილებად დაიშალა და ჯუკიჩიც უმუშევარი დარჩა. გაცილებით ცნობილია მისი საფეხბურთო კარიერა. ის საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი იყო, თუმცა ესპანეთში ყველას უფრო იმის გამო ახსოვს, რომ 1993-94 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩის მიწურულს პენალტი ვერ გაიტანა, რომელიც "დეპორტივოს" პირველ ტიტულს მოუპოვებდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული