ბრაზილიელმა დანი ალვეშმა, რომ 2015 წლამდე გAადაწყვიტა "ბარსელონაში" დარჩენა, უკვე გაუწყეთ, მხარეებმა ეს უკვე ოფიციალურად გააფორმეს. დანიმ და კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა მნიშვნელოვან დოკუმენტს თავიანთი ხელმოწერები დაურთეს. ამიერიდან, ვისაც ალვეშის ყიდვა მოუნდება, "ბარსას" 150 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს თანხა ყოველწლიურად 25 მილიონი ევროთი შემცირდება და 2015 წლამდე კი 50 მილიონამდე დავა.
იგუაინი დაბრუნდა და თან როგორ
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა გახარებულია - ლაზარეთYიდან გონსალო იგუაინი ბრუნდება, არგენტინელი, რომელსაც დეკემბრის ხერხემლის მალის თიაქარი დაუდგინეს და რომელსაც ერთი თვის მერე, 11 იანვარს
კვირის დასაწყისში ჟოზე მოურინიო აცხადებდა, რომ გონსალო მალე დაბურნდება და, აი, გუშინ მან გუნდთან ერთად სრულად ივარჯიშა და შემდეგ "რეალის" მე-3 გუნდის წინააღმდეგ სამწვრთნელო მატჩში ითამაშა, თანაც როგორ ითამაშა! როგორც ჩანს, ოპერაციის შემდგომმა რეაბილიტაციამ წარმატებით ჩაიარა - გუშინ გონსალომ 60 წუთი ითამაშა და ტრავმის არაფერი ეტყობოდა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა (გოლი ემანუელ ადებაიორმა გაიტანა, რომელმაც ტოგოს ნაკრებში მიწვევაზე კვლავ უარი თქვა). მოკლედ, არ ვიცით, როდის ითამაშებს "რეალი" მომავალი ტურის მატჩს, მაგრამ იმ დროისთვის გონსალო იგუაინი უკვე მწყობრში იქნება. ეს ძალზე სასიხარულო ამბავია, მოურინიოსთვის, რომელსაც ტრავმის გამო ნახევარი თვით კრიშტიანო რონალდო დააკლდება. სხვათა შორის, პორტუგალიელი სამშობლოდან უკან დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ის ნაკრების ექიმებმა საფუძვლიანად შეამოწმეს და დაადგინეს, რომ "რეალი" რონალდოს ტრავმის ამბავს არ აბუქებდა.
აბიდალი ერთ თვეში ივარჯიშებს?
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, ერიკ აბიდალი, რომელსაც ექიმებმა ღვიძლის კიბოს სიმსივნე ამოკვეთეს, უკვე გაწერეს საავადმყოფოდან და ის სახლში ისვენებს. სხვათა შორის, "ბარსელონა" ფეხბურთელის თხოვნით, მკურნალობის და ოპერაციის დეტალებს საზოგადოებას არ ატყობინებს. გუნდში ირწმუნებიან, რომ არც ისაა გამორიცხული, რომ ფრანგს "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუგრძელოს. ყველაფერი კი ბიოპსიის შედეგებზეა დამოკიდებული.
ამასობაში, "მარკამ" თავისი წყაროებით გაიგო და მკითხველს ახარა, რომ აბიდალის საქმე კარგადაა. ექიმები მას ფიზიკური ვარჯიშების შესრულების უფლებას უკვე ოთხი კვირის შემდეგ შეძლებს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ ერიკ აბიდალი ისევ დაუბრუნდეს ფეხბურთს.
ლოპესი - 110
დიეგო ლოპესმა შესაშური რეკორდი დაამყარა - "ვილიარეალის" გოლკიპერი "წყალქვეშა ნავის" კარში ზედიზედ 110 თამაშია დგას. ვეტერანი გოლკიპერის პლუსი სწორედ ეს სტაბილურობაა. ბოლოს ლა ლიგის მატჩი მან 2008 წელს გააცდინა.
"ფორტუნა მწყალობს, რომ არც ტრავმებს ვიღებ და არც წითელ ბარათებს. ვიმედოვნებ, რომ ჩემი სარეკორდო სერია გაგრძელდება", - განაცხადა გოლკიპერმა, რომლისთვისაც შემდეგი, 111-ე მატჩი "ბარსელონას" წინააღმდეგ იქნება (თუკი ტური არ ჩაიშალა). "ვიცი, რომ ძალიან ძნელია "ბარსელონას" დამარცხება, მაგრამ ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ბოლობოლო "ბარსელონა" წლეულს არც ისე დამაჯერებელია და ლა ლიგაში ბევრ გუნდთან გაუჭირდა მოგება", - ოპტიმისტობს რეკორდსმენი მეკარე.
ბალესტეროსი ლევანტეში დარჩა
"ლევანტემ" კონტრაქტი გაუგრძელა დამსახურებულ კაპიტან სერხიო ბალესტეროსს. 33 წლის მცველს ხელშეკრულება ვალენსიურ კლუბთან სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა, მაგრამ ახლა კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გაგრძელდა - ბალესტეროსი 2012 წლის ზაფხულამდე "ლევანტეს" ეკუთვნის.
ბალესტეროსი 2008 წელს დაბრუნდა კლუბში და მას მერე "ლევანტეს" ნამდვილ ლიდერად იქცა. მას მერე მან ჩემპიონატებში 103-ჯერ მოირგო ვალენსიური კლუბის მაისურა (სეგუნდადივიზიონში - 76, პრიმერაში - 27). პირველად ბალესტეროსი კლუბში 1994 წელს მივიდა.