"სევილიას" ფორვარდმა ალვარო ნეგრედომ "ტოტენჰემში" მისი შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია უარყო. ესპანელი ანდალუსიელთა შემადგენლობაში 2009 წლიდან გამოდის და მიმდინარე სეზონში 11 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
"სევილიაში" თავს სულ უფრო კომფორტულად ვგრძნობ. მსურს ამ კლუბში ასპარეზობა გავაგრძელო და ფრედერიკ კანუტესთან დუეტში მას სერიოზული შედეგების მიღწევაში დავეხმარო", - განაცხადა ნეგრედომ.