"ბარსელონას" ხელმძღვანელობა განიხილავს საკითხს, რომელიც, შესაძლოა, გუნდის ბევრ გულშემატკივარს არ მოეწონოს - შესაძლოა, "კამპ ნოუს" ტერიტორიაზე საერთოდ აიკრძალოს სიგარეტის მოწევა. ახალი კამპანიის დევიზია "კამპ ნოუ სიგარეტის ბოლის გარეშე". "ეს კამპანია ხელს შეუწყობს ხალხს გაუფრთხილდნენ ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ - საკუთარ ჯანმრთელობას", - აცხადებს კლუბის ექიმი ხორდი მონესი.
პინტო ბარსაში დარჩა
"ბარსელონას" სათადარიგო გოლკიპერმა ხოსე პინტომ მიაღწია კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების შეთანხმებას. ახლა ანდალუსიელი მეკარე "კამპ ნოუზე" 2012 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამის შესახებ საზოგადოებას "ბარსას" ოფიციალურმა ვებგვერდმა აუწყა. პინტო კონტრაქტს ოფიციალურად 30
ჟოზე კარში ჩადგა და დამარცხდა
ჟოზე მოურინიომ ჩვეული ადგილი სათადარიგოთა სკამზე დროებით დატოვა და... კარში ჩადგა, თუმცა დამარცხდა. "რეალის" კლუბის წევრები მადრიდული მედიის კლუბს ამხანაგურად ეთამაშნენ და 2:3 დამარცხდნენ. სხვათა შორის, პორტუგალიელმა ერთი-ორჯერ იხსნა კიდეც გუნდი აშკარა გოლისგან. ის გუნდს ისეთი შემართებით უყვიროდა კარიდან და ხელმძღვანელობდა, თითქოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოფილიყო. ბოლოს კი სულ გაცოფდა, როცა მისმა გუნდმა პენალტი "აიკიდა".
ღამურები პარეხოზე ნადირობენ
"ვალენსია" "ხეტაფეს" ნახევარმცველ დანი პარეხოზე ნადირობს. 21 წლის ნახევარმცველს მადრიდული გარეუბნის გუნდში შესანიშნავი სეზონი აქვს. "Eღამურები" პარეხოს შეძენას საზაფხული სატრანსფერო სეზონში აპირებენ. სხვათა შორის, "ვალენსიას" შესაძლოა, უძლიერესი კონკურენტი გამოუჩნდეს "რეალის" სახით. პარეხო სწორედ "რეალის" აკადემიის აღზრდილია. ის 2009 წლის ზაფხულში გადავიდა "ხეტაფეში".
მარსელოც დაიმტვრა
ბრაზილიის ნაკრებში ყოფნისას ტრავმა მიიღო "რეალის" მარცხენა მცველმა მარსელომ და ის გუშინ მადრიდში დაბრუნდა. მარსელოს არ უთამაშია შოტლანდიელებთან, რადგან წინა დღით ვარჯიშზე რენატო აუგოსტოსთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო. ბრაზილიის ნაკრებში აცხადებენ, რომ მარსელოს ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ახლა მარსელოს მადრიდში ელის ტესტები და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენი ხნით დააკლდება ის "სამეფო კლუბს".