როგორც Goal.com იუწყება, 2 აპრილის შეხვედრაში მესი ფეხის ტრავმის გამო არ ითამაშებს. ამ მიზეზით არგენტინელმა თავისი ქვეყნის ნაკრების ამხანაგურ მატჩშიც ვერ ითამაშა, რომელიც არგენტინამ კოსტა-რიკის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 29 მარტს გამართა.
როდის შეძლებს მესი კატალონიურ კლუბში დაბრუნებას, უცნობია. არადა, 5 აპრილს "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი აქვს "შახტართან" ჩასატარებელი.
შეგახსენებთ, ესპანეთის ჩემპიონატის 29 მატჩში "ბარსელონამ" 78 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის ლიდერია. მას 5 ქულით "რეალი" ჩამორჩება. "ვილიარეალი",
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
.