მესი არც ვილარეალთან

AutoSharing Option

"ბარსელონას" გულშემატკივრებმა ამერიკიდან ცუდი ამბავი შეიტყვეს, ლიონელ მესიმ იქ კოსტა რიკასთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო და ის ვერც "ელ მადრიგალზე" იქნება პრიმერადივიზიონის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ვილიარეალის" წინააღმდეგ. არგენტინის ნაკრებმა 0:0 ითამაშა კოსტა რიკასთან. არგენტინელთა თავკაცი სერხიო ბატისტა მიიჩნევს, რომ მან უბრალოდ არ გარისკა მესის ჯანმრთელობით, თუმცა ნაკრების ექიმები ამბობენ, რომ მესიმ "ვილიარეალთან" მატჩშიც უნდა დაისვენოს. ვფიქრობთ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს "ბარსას" სამედიცინო შტაბიც, რადგან გუნდს კარს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი მოადგა "შახტ
ართან" და მესის ჯანმრთელობით გარისკვა მართლა არ ღირს.

კოკე ნახევარ პრიმერას მოსწონს

მადრიდის "ატლეტიკო" სეგუნდადივიზიონის ლიდერის, "რაიო ვალეკანოს" მცველ კოკეს თამაშით არის მოხიბლული და დიდი შანია, ზაფხულში კოკე მადრიდში აღმოჩნდეს. 23 წლის კოკე "რაიო ვალეკანოს" აღზრდილია და 2007 წლიდან ამ კლუბში თამაშობს და უკვე 100-ზე მეტი მატჩიც ჩაატარა. სხვათა შორის, "ატლეტიკოს" გარდა კოკეს შეძენა "სევილიას", "ვილიარეალსა" და "სპორტინგსაც" სურთ.

რაიო აჯანყდა


სეგუნდადივიზიონის ლიდერი "რაიო ვალეკანო" ისეთ ფინანსურ კრიზისშია, რომ ფეხბურთელებს უკვე ყელში ამოუვიდათ დაპირებები და შესაძლოა, მომავალ ტურში თამაშზე უარი თქვან კიდეც. ყოველ შემთხვევაში, გუშინდელი დღიდან ისინი ვარჯიშებზე აღარ დადიან.
კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამი შესაძლო მყიდველი შერჩეულია და უკვე ამ კვირაში შეიძლება ერთ-ერთმა კრიზისში მყოფი "რაიო ვალეკანო" შეიძინოს კიდეც. კლუბის პრეზიდენტმა მარია ტერესა რივერომ ისიც კი განაცხადა, რომ თუ "რაიო" "ბეტისს" დაამარცხებს, ახალი ინვესტორი მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს, მაგრამ ფეხბურთელები უკანდახევას არ აპირებენ, მათ ლამაზი სიტყვების ნაცვლად საქმე სჭირდებათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული