ბარსა გაცოფებულია: რა კუნთი, რის კუნთი

AutoSharing Option

"ბარსელონა" არგენტინის ნაკრების ექიმთა შტაბის ინფორმაციას აპროტესტებს და უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ლიონელ მესი ტრავმირებულია და მომავალ ტურში ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ წინა დღით არგენტინელებმა თქვეს, რომ მესიმ კოსტა რიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე ფეხის კუნთი დაიზიანა, რის გამოც ვერ მიიღო მონაწილეობა ამ შეხვედრაში. ის კი არა, არგენტინელებმა დაასკვნეს, რომ "ლა პულგა" ვერც "ვილიარეალთან" უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოასწრებდა გამოჯანმრთელებას.

"ბარსას" ოფიციალურ საიტზე კი ვკითხულობთ: "ლეო მესი დღეს დილით დაბრუნდა ეროვნული ნაკრების შეკრებიდან და ის კლუბის სამედიცინო კლუბმა გამოიკვლია. კარგი ამბავია, რომ მას არ
აქვს კუნთის დაზიანება, ახლა ლეო შაბათამდე ფიზიოთერაპიის კურსს გაივლის და მაშინ გადაწყდება, შეძლებს თუ არა მესი "ვილიარეალის" წინააღმდეგ თამაშს".

მოკლედ, მესის კუნთი არ სტკივა, ტრავმა გაცილებით მსუბუქია და დიდი შანსია, მან "ელ მადრიგალზე" ითამაშოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული