წაართვით ბურთი, თუ მაგრები ხართ!

AutoSharing Option
166 ოფიციალური მატჩია, რაც "ბარსელონას" ხოსეპ გვარდიოლა წვრთნის და ჯერ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როცა მის გუნდს მეტოქესთან ბურთი ფლობაში წაეგოს (50%-ზე ნაკლები ჰქონოდა). ამ ხნის განმავლობაში, გვარდიოლას გუნდს ყველაზე მცირე ბურთის ფლობის პროცენტი გასულ სეზონში მიჩელის "ხეტაფესთან" ჰქონდა - მართალია, მაშინაც "ბარსას" უპირატესობით დასრულდა ყველაფერი, მაგრამ 51,9% უჩვეულოდ ცოტაა კატალონიური გრანდისთვის. ბოლოს "ბარსელონამ" ბურთის ფლობაში 2008 წლის 8 მაისს წააგო, "ელ კლასიკოზე" "რეალის" წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ გუნდს ჯერ არ წვრთნიდა გვარდიოლა.

ახლა კიდევ უფრო შთამბეჭდავ სტატისტიკას გაახლებთ - საქმე
მხოლოდ იმაში არაა, რომ გვარდიოლას გუნდი მეტოქეებს ბურთთან ურთიერთობაში სჯაბნის - თავად ჯობნის ხარისხი, რომ იზრდება და ამ პროგრესს კლების ტენდენცია არ ეტყობა, ამას ვგულისხმობთ. გვარდიოლას მწვრთნელობის პირველ წელს "ბარსელონა" საშუალოდ 65,3%-ით ფლობდა ბურთს ლა ლიგაში, მომდევნო სეზონში - 66,6%-ით, ხოლო წლეულს საშუალო მაჩვენებელმა 71,1 %-ს მიაღწია!

"ბარსელონამ" ბურთის ფლობის რეკორდი წლევანდელ ლიგაში დაამყარა, როცა "კამპ ნოუზე" ბერძნულ "პანათინაიკოსთან" ბურთს დროის 84% აკონტროლებდა! ამის გააზრებაც კი ძნელია, მაგრამ ეს მომხდარი ფაქტია. ლა ლიგაში რეკორდი "სარაგოსასთან" მატჩს ეკუთვნის - 80%. სხვათა შორის, ბურთის ფლობა, რომ ყოველთვის არ არის წარმატების საწინდარი შარშანდელი ლიგის შეხვედრაც ამტკიცებს ჟოზე მოურინიოს "ინტერთან" - მაშინ "ბარსას" ბურთის ფლობის დიდებული პროცენტი ჰქონდა - 80,2, მაგრამ ფინალში მილანური კლუბი გავიდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული