რონალდო და ბენზემა "ტოტენჰემთან" მატჩს გამოტოვებენ

AutoSharing Option
მადრიდის საფეხბურთო კლუბ "რეალის" ბრაზილიელი მცველი მარსელო, პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანო რონალდო და ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ მატჩს ლონდონის "ტოტენჰემთან" გამოტოვებენ. მოთამაშეები ამ შეხვედრაში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ შეძლებენ. ამის შესახებ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა.

მარსელოს, რონალდოს და ბენზემას 2 აპრილს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ხიხონის "სპორტინგთან" არ უთამაშიათ. "ტოტენჰემთან" შეხვედრას, რომელიც 5 აპრილს შედგება ფეხბურთელები ასევე გამოტოვებენ. სამივე ფეხბურთელი მოედანს 10 აპრილს "ატლეტიკოსთან" მატჩამდე ვერ დაუბრუნდება.

ამავე დროს, უახლოეს მატჩებში, შესაძლოა, არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო
იგუაინმა ითამაშოს, რომელიც ტრავმის გამო დიდი ხანია მადრიდელთა შემადგენლობაში მოედანზე არ გამოსულა.

"რეალი"-"ტოტენჰემის" პირველი დაპირისპირება 5 აპრილს, მადრიდში გაიმართება. საპასუხო მატჩი კი ლონდონში 13 აპრილს ჩატარდება.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული