აბიდალმა "ბარსელონასთან" ივარჯიშა

AutoSharing Option
”ბარსელონას” მცველი ერიკ აბიდალი პირველად ოპერაციის შემდეგ, რომელიც 17 მარტს, ღვიძლის სიმსივნის მოსაშორებლად გაიკეთა, გუნდს ვარჯიშის დროს შეუერთდა. სპორტულ ფორმაში ჩაცმულმა ფეხბურთელმა მოედანზე ისეირნა. ფრანგის გამოჯანმრთელება, ექიმების თქმით, გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

კატალონიელთა დღევანდელ ვარჯიშზე სხვადასხვა ტრავმების შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ პედრო და მაქსველი. ორივე მათგანი მოედანზე გამოსვლას უკვე ამ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში, დონეცკის "შახტართან" შეძლებს.

"ბლაუგრანას" კიდევ ორი ტრავმირებული ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი და მესი, ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით მუშაობენ, ამასთან მესი ძირითადად სპორტდარბაზში ვარჯიშობდა.


მომზადებულია AS-ის მიხედვით







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული