მოურინიო: თუ რონალდო გაიყიდება, მეც წავალ

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც "მილანის" პრეზიდენტს, სილვიო ბერლუსკონის "სამეფო კლუბის" ნახევარმცველის, კრიშტიანო რონალდოს შეძენა სურს.

"ეს შეუსრულებელი ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ბიზნესია. თუ რონალდო წავა, მეც იმავეს გავაკეთებ", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში 26 წლის რონალდომ "რეალის" შემადგენლობაში პრიმერადივიზიონში 27 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.


მომზადებულია  Football Italia-ს მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული