კიკე წავა

AutoSharing Option


მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელ კიკე ფლორესს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. როგორც "მარკა" ირწმუნება, ამით "ატლეტიკოს" ბოსები მასთან ურთიერთობას დაასრულებენ. 46 წლის მწვრთნელი 2009 წლის ოქტომბერში მიიწვიეს მადრიდულ კლუბში. შარშან მაისში მან "ატლეტიკოს" ევროპის ლიგა მოაგებინა, მას შემდეგ, რაც ფინალში ინგლისური "ფულჰემი" 2:1 დაამარცხა.
ახალ სეზონში კი გუნდის საქმეები ვერ აეწყო. შემადგენლობის მიხედვით პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ლიდერთა შორის არაა და ევროსაგზურის მოპოვების არცთუ კარგი შანსი აქვს. ამბობენ, უკვე თვეებია, რაც მიგელ ანხელ ხილსა და ენრიკე სერესოს აღარ სჯერად
კიკეს შესაძლებლობების. კიკეს კარგი ურთიერთობა შერჩა მხოლოდ კლუბის სპორტულ დირექტორ ხესუს გარსია პიტარხთან, მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ზაფხულში პიტარხიც მიდის კლუბიდან.

კიკე ფლორესის სავარაუდო შემცვლელად ოთხ მწვრთნელს ასახელებენ, ოთხივე ახლაც პრიმერას გუნდის თავკაცია. ესენია: გრეგორიო მანსანო (სევილია), ხოაკინ კაპაროსი (ბილბაო), უნაი ემერი (ვალენსია) და ლუის გარსია (ლევანტე).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული