ბრაზილიური წარმოშობის, მსოფლიოს ჩემპიონი მამის შვილმა ტიაგომ 63-ე წუთზე გაუგებრობას შესაშური თავურით დაუსვა ბოლო, "ბარსელონა" დააწინაურა და ცხადი გახდა, რომ "ალმერიას" მეტი გმირობის რესურსი აღარ ჰქონდა.
სხვათა შორის, ის მეორედ
თავად "რეალმა" და ჟოზე მოურინიომ ვალი პირნათლად მოიხადეს ტურში, მოიგეს, თანაც იოლად და დაელოდნენ უშუალო მეტოქეთა თამაშს. მათდა სამწუხაროდ, "რეალის" საჩემპიონო შანსები მხოლოდ მათ თამაშზე კარგა ხანია აღარ არის დამოკიდებული. ჟოზეს ბილბაოში ადგილობრივი "ატლეტიკი" უნდა დაემარცხებინა, რომელიც გააფრთებით იბრძვის ევროსაგზურისთვის და რომელსაც რიგებში მსოფლიოს ორი ჩემპიონი ჰყავს.
ჟოზე მოურინიომ შემადგენლობითა და არჩეული სათამაშო ტაქტიკით პირი დააღებინა ოპონენტებსაც და მედიასაც. მან სათადარიგოთა სკამზე დატოვა კრიშტიანო რონალდო, მესუთ იოზილი, მარსელო, ემანუელ ადებაიორი, ჩაბი ალონსო და რიკარდო კარვალიო, სქემად კი 4-3-3 აირჩია. შუახაზში ლასანა დიარა, პეპე და ესტებან გრანერო მოქმედებდნენ, შეტევაში გონსალო იგუაინს ფლანგებიდან ანხელ დი მარია და კაკა ეხმარებოდნენ. მოურინიოს ჩანაფიქრმა გაამართლა, "ატლეტიკი" 3:0 განადგურდა, თანაც "ნაკლები სისხლით".
განსაკუთრებით აღსანიშნავია პეპეს როლი ახალ სქემაში. თავიდან ეგონათ, რომ მოურინიო სამი ცენტრალური მცველით ითამაშებდა, რომელთაგანაც ერთი პერსონალურად ფერნანდო ლორენტეს აედევნებოდა. არადა, მოუს ჩანაფიქრი სულ სხვა იყო, პეპე გარაის და ალბიოლის წინ მოქმედებდა, ცდილობდა მასპინძელთა ნახევარდაცვის შეტევები მცველებამდე არ მიეშვა და დაეწყო "რეალის" შეტევები, ლორენტეს მეურვეობის რთული მისია კი კარგად შეასრულეს გარაიმ და ალბიოლმა.
არ შეიძლება არ ითქვას, რომ "სამეფო კლუბს" ლამის მარტომ მოაგებინა ანხელ დი მარიამ, "ტოტენჰემის" კარში ულამაზესი გოლის გამტანმა ორჯერ მოუპოვა გუნდს პენალტის დარტყმის უფლება. ფლანგიდან აიკლო "ბილბაოს" დაცვა.
ყოჩაღად გამოიყურებოდა კაკაც, ბრაზილიელმა არგენტინელის მოპოვებული ორივე პენალტი გოლად აქცია და ამით თავი ისევ მნიშვნელოვან ფიგურად იგრძნო "რეალში", მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო და ყოველ მოძრაობაზე უდიდესი მონდომება ეტყობოდა. შეცვლაზე შესულმა კრიშტიანო რონალდომ კი კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი, ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა მცველი და ჩემპიონატში 28-ე გოლი გაიტანა. რონალდოს 1 მარტის შემდეგ არ გაუტანია. ახლა მას სამი გოლიღა აშორებს თავის რეკორდთან, რომელიც რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშისას დაამყარა. მაშინ მან 42 გოლი გაიტანა, ახლა პორტუგალიელის ანგარიშზე 39 გოლია ("მარკა" ირწმუნება, 40 გოლიო) ყველა ოფიციალურ მატჩში.
ტურის წინ ხოსეპ გვარდიოლა ირწმუნებოდა, რომ "ბარსელონას" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდა და გულშემატკივრებს მოუწოდებდა, სტადიონზე მისულიყვნენ და "ბარსას" სამი ქულის მოპოვებაში დახმარებოდნენ. არ ყოფილა პეპი მტყუანი, მატჩი მართლაც რთული გამოდგა და "ბლაუგრანას" ფანების დახმარებაც დასჭირდა (სხვათა შორის, ანშლაგი არ ყოფილა - 70 ათასი კაცი მივიდა). ხოსე პინტომ გამოჯანმრთელება მოასწრო და "ბარსას" მესამე მეკარის დახმარება არ დასჭირვებია. სტუმართა რიგებში კი ახალ მწვრთნელს, რობერტო ოლაბეს ჰქონდა დებიუტი.
"ალმერია" სათამაშოდ იმ გუნდის შემართებით გამოვიდა, რომელსაც დასაკარგავი არაფერი აქვს, გუნდი ბოლო ადგილზეა და ახლა მისთვის 1 ქულასაც მნიშვნელობა აქვს. ამ ტაქტიკამ რაღაც დრომდე აშკარად გაამართლა და "ბარსელონას" საფიქრალი გაუჩინა.
"ბარსელონას" ფეხბურთელებს კი მომქანცველი სეზონის კვალი ეტყობოდათ. ფაქტიც სახეზეა, მათ სასარგებლოდ თამაშის ბედი პენალტისა და კუთხურის წყალობით გადაწყდა.
პირველ ტაიმში ორი რამ მოხდა ღირშესანიშნავი და ორივე "ბარსასთვის" ცუდი ამბავია - ყვითელი ბარათი მიიღო ხავიერ მასკერანომ და იგი "ელ კლასიკოს" დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. გაცილებით უსიამოვნოა მეორე ამბავი - ბოიან კრკიჩმა მუხლი ისე დაიზიანა, რომ 2 თვეს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს, მისთვის ეს სეზონი დასრულებულია. შესაძლოა, მან ვერც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ითამაშოს ივნისში.
მეორე ტაიმის რამდენიმე ეპიზოდი კი უკვე გაგაცანით, გეტყვით, რომ კორონას გოლს ეგრევე მოჰყვა "ბარსას" იერიშები. მალევე მეკარე დიეგო ალვეშთან პირისპირ დავიდ ვილია გავიდა, ბრაზილიელი გოლკიპერი კი შეეცადა, მაგრამ კონტაქტი ვერ აირიდა და მის კარში პენალტი დაინიშნა. ნიშნულთან ლიონელ მესი მივიდა და ბომბარდირთა დავაში ისევ წამოეწია რონალდოს. ალკანტარას თავურშიც მესის როლი დიდია, კუთხურს სწორედ არგენტინელი აწვდიდა. დაბოლოს, ანგარიშსაც წერტილი მან დაუსვა, როცა მარსელო სილვას უხეში შეცდომა გამოიყენა - 3:1. ახლა მესის სეზონში 47 გოლი აქვს გატანილი, იმდენივე, რაც შარშანდელ სეზონში. ერთიც და ის ბრაზილიელი რონალდოს რეკორდს გაიმეორებს.
"ონოესტადიზე" უხვგოლიანი ფრე ვიხილეთ, რომელცი არც ერთ მხარეს არ აწყობდა. აკი, მატჩის ბოლო წუთებმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ "მალიორკა" და "სევილია" ფრეზე შეთანხმდნენ - 2:2. ვფიქრობთ, "სევილიასთვის" ჩემპიონთა ლიგის საგზური დაკარგულია, თუმცა ევროპის ლიგის საგზურს ანდალუსიური კლუბი, წესით, უნდა შესწვდეს. ანგარიში გონსალო კასტროს ჩაწოდების შემდეგ აკიჰირო იენაგამ ძლიერი თავური დარტყმით გახსნა. ეს პირველი იაპონური გოლია ლა ლიგაში. "მალიორკას" უპირატესობამ 31-ე წუთამდე გასტანა, სანამ ივან რამისმა ალვარო ნეგრედოსთან ბრძოლაში წესი არ დაარღვია, პენალტი თავად ნეგრედომ შეასრულა. მასპინძლები ისევ ურუგვაელი გონსალო კასტროს მოწადინების წყალობით დაწინაურდნენ, მან ფასიოს ჩაუჭრა ბურთი და დე გუზმანი მოძებნა, ჰოლანდიელმა ბურთით 20 მეტრი გაირბინა და დიდებული გოლი გაიტანა. ბალეარელებს ქულები ებრაელი მეკარის, დუდუ ავატეს შეცდომამ დააკარგვინა, მაგრამ ეს უკვე მეორე ტაიმში მოხდა, როცა წინ გამოსულმა უხეიროდ მოიგერია ბურთი და იქვე დადარაჯებულმა ივან რაკიტიჩმა პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა.
წუხელ, ვფიქრობთ, მესამე ადგილის ბედიც გაირკვა - "მესტალიაზე" საოცარი დერბის მომსწრენი გავხდით "ვალენსიამ" "ვილიარეალს" 5:0 მოუგო! ასეთ ანგარიშს "ღამურების" თავგადაკლული ფანებიც არ პროგნოზირებდნენ. წინა ტურის პოკერს ახლა დუბლი მოაყოლა რობერტო სოლდადომ, მას არც ხუან მატა ჩამორჩა, ერთი გოლი კი არგენტინელი ევერ ბანეგას ანგარიშზეა.
მომდევნო ტური
16 აპრილი: ხეტაფე-სევილია, მალაგა-მალიორკა, ალმერია-ვალენსია, რეალი-ბარსელონა.
17 აპრილი: დეპორტივო-რასინგი, ლევანტე-ერკულესი, რეალ სოსიედადი-სპორტინგი, ოსასუნა-ბილბაო, ესპანიოლი-ატლეტიკო.
18 აპრილი: ვილიარეალი-სარაგოსა.
ბილბაო-რეალი 0:3
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, კასტილიო - გურპეგი (46. დ. ლოპესი), ხ. მარტინესი (61. იტურასპე), ორბაისი, მუნიაინი - ფ. ლორენტე, ტოკერო (77. გაბილონდო).
რეალი (4-3-3): კასილიასი - სერხიო რამოსი, ალბიოლი, გარაი (76. რიკარდო კარვალიო), არბელოა - ლ. დიარა, პეპე, გრანერო - დი მარია (66. ჩაბი ალონსო), იგუაინი (61. რონალდო), კაკა.
გოლები: 0:1 კაკა (13-პენ), 0:2 კაკა (53-პენ), 0:3 რონალდო (69)
გაფრთხილება: გურპეგი, ირაისოსი, ხ. მარტინესი - გრანერო, რამოსი, დიარა, კასილიასი, არბელოა
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 12-8 (2-3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 36 000
ბარსელონა-ალმერია 3:1
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პიკე, გ. მილიტო (53. პედრო), მაქსველი - ჩავი, მასკერანო, ტიაგო ალკანტარა (66. კეიტა) - მესი, კრკიჩი (30. ვილია), ინიესტა.
ალმერია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მასედო, მ. სილვა, აკასიეტე, ლუნა - ხუანიტო, ბერნარდელო - კრუსატი (70. გოიტომი), კორონა (56. კალუ უჩე), ხუანმა ორტისი (79. ფეგული) - პიატი.
გოლები: 0:1 კორონა (49), 1:1 მესი (52-პენ), 2:1 ტიაგო ალკანტარა (63), 3:1 მესი (91)
გაფრთხილება: კრკიჩი, მასკერანო, ვილია - ბერნარდელო, დიეგო ალვეში, ხუანმა ორტისის
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-3 (6-2); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 70 000
მალიორკა-სევილია 2:2
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, აიოსე - მარტი, ტეხერა (69. ჟოაო ვიქტორი) - იენაგა (88. ვიქტორი), დე გუზმანი, გონსალო კასტრო (83. პინა) - ნსუე.
სევილია (4-2-3-1): ხ. ვარასი - კასერესი, ფასიო, ესკუდე, ფ. ნავარო - მედელი, რომარიკი (36. როდრი) - პეროტი, რაკიტიჩი, კაპელი (77. ალფარო) - ნეგრედო.
გოლები: 1:0 იენაგა (16), 1:1 ნეგრედო (31-პენ), 2:1 დე გუზმანი (42), 2:2 რაკიტიჩი (68)
გაფრთხილება: კასტრო, დე გუზმანი, ნუნიეში - მედელი, ფასიო, ნავარო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-8 (5-4); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 18 000
სპორტინგი-ოსასუნა 1:0
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, ხ. ანხელი - რივერა, ნაჩო კასესი - ნაჩო ნოვო (71. ეგურენი), ანდრე კაშტრო (62. დიეგო კასტრო), დე ლას კუევასი (77. მორანი) - ბარალი.
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - ნელსონი, ლოლო, ფლანიო, მონრეალი - პუნიალი (77. კალეხა), ნეკუნამი - სეხუდო (83. ლეკიჩი), ვადოცი, კამუნიასი (60. პანდიანი) - კიკე სოლა.
გოლი: 1:0 ბარალი (60)
გაფრთხილება: ბარალი - ლოლო, ნეკუნამი
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 7-20; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 9-7 (5-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 21 000
ერკულესი-ესპანიოლი 0:0
ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პასი, ხუანრა, პენია - ტ. გომეში, აგილარი - კიკო (80. სენდოა), ნ. ვალდესი, დრენტე - პორტილიო (71. ტრეზეგე).
ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - გალანი, ამატი, რ. როდრიგესი, ჩიკა - ხ. ლოპესი, ვერდიუ (67. ისაიაში) - ლ. გარსია (86. ფონტე), ალონსო, კალეხონი (92. ა. ვასკესი) - ოსვალდო.
გაფრთხილება: კორტესი, დრენტე - როდრიგესი, კორტესი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 8-3 (3-1); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 20 000
რასინგი-ლევანტე 1:1
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - პინილიოსი, ენრიკე, ტორეხონი, სისმა - კოლსა, ლასენი - კენედი, ბოლადო (68. ადრიანი), მუნიტისი (85. დიოპი) - ჯ. დოს სანტოსი (80. ნაუელპანი).
ლევანტე (4-2-3-1): მ. რეინა - ვენტა, როდასი, ნანო, დელ ორნო - პალიარდო (71. მუნიოსი), ხ. ტორესი - ვალდო (63. ნადალი), რ. სუარესი (77. რაფა ხორდა), ხუანლუ - სტუანი.
გოლები: 1:0 ნანო (32 ს.კ.), 1:1 რაფა ხორდა (89)
გაფრთხილება: ენრიკე, ბოლადო, კოლსა - პალიარდო, რეინა
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 14-6 (6-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 18 000
მალაგა-დეპორტივო 0:0
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, სტადსგაარდი, დემიკელისი, ელიზეუ - რესიო (57. მარესკა), აპონიო - პორტილიო (65. ქუინსი), ს. ფერნანდესი (76. ხუანმი), დუდა - რონდონი.
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, ლოპო, კოლოტო, მ. პაბლო - რ. პერესი, ა. ტომასი - ხ. როდრიგესი (71. ხ. დომინგესი), ვალერონი (46. მორელი), გუარდადო - ხისკო (85. ლასადი).
გაფრთხილება: ელიზეუ, გამესი, მარესკა, ქუინსი - ლაურე, გუარდადო, როდრიგესი
გაძევება: ლაურე (44)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8-5 (1-2); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 27 000
ატლეტიკო-რეალ სოსიედადი 3:0
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, პერეა, გოდინი, ფილიპე ლუიში - რეიესი (86. რ. გარსია), მ. სუარესი, ტიაგო, კოკე (74. ხუანფრანი) - აგუერო, დიეგო კოშტა (70. ფორლანი).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, დემიდოვი, ესტრადა - ელუსტონდო (57. ზურუტუზა), ბერგარა - ჩაბი პრიეტო, არანბურუ, გრიზმანი (70. სუტილი) - ტამუდო (63. იფრანი).
გოლები: 1:0 ფილიპე ლუიში (12), 2:0 მ. სუარესი (45), 3:0 აგუერო (78)
გაფრთხილება: ტიაგო, აგუერო - დემიდოვი
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 21-7 (13-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 49 500
ვალენსია-ვილიარეალი 5:0
ვალენსია (5-4-1): სესარი - მიგელი, სტანკევიჩიუსი, ტოპალი, რ. კოშტა, მატიო - პ. ერნანდესი, ბანეგა (76. ალბელდა), ტ. კოსტა (29. დეალბერტი), მატა - სოლდადო (78. ადურიცი).
ვილიარეალი (5-3-2): დ. ლოპესი - მარიო, მუსაჩიო, მარჩენა, კიკო, კაპდევილა (58. მარკო რუბენი) - ბ. ვალერო (64. ორიოლი), ბრუნო, კასორლა - ნილმარი, როსი (69. ვაკასო).
გოლები: 1:0 სოლდადო (13), 2:0 მატა (55), 3:0 ბანეგა (61), 4:0 მატა (72), 5:0 სოლდადო (74)
გაფრთხილება: ერნანდესი - მუსაჩიო, კიკო
კუთხური: 13-5; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17-7 (12-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 52 000
სარაგოსა-ხეტაფე დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 31 27 3 1 85-16 84
2. რეალი 31 24 4 3 72-22 76
3. ვალენსია 31 18 6 7 50-35 60
4. ვილიარეალი 31 16 6 9 48-35 54
5. სევილია 31 13 7 11 48-46 46
6. ბილბაო 31 14 3 14 47-45 45
7. ატლეტიკო 31 13 6 12 48-41 45
8. ესპანიოლი 31 14 2 15 38-43 44
9. მალიორკა 31 11 6 14 33-42 39
10. ლევანტე 31 11 6 14 34-41 39
11. სპორტინგი 31 9 11 11 29-35 38
12. რასინგი 31 9 10 12 31-45 37
13. სოსიედადი 31 11 2 18 40-54 35
14. ოსასუნა 31 9 8 14 36-37 35
15. დეპორტივო 31 8 11 12 25-40 35
16. ხეტაფე 30 9 7 14 41-49 34
17. ერკულესი 31 8 6 17 28-48 30
18. სარაგოსა 30 7 9 14 29-43 30
19. მალაგა 31 8 6 17 39-62 30
20. ალმერია 31 5 11 15 32-54 26
ბომბარდირები: 29 - მესი (ბარსელონა); 28 - რონალდო (რეალი); 17 - ვილია (ბარსელონა); 15 - როსი (ვილიარეალი), ფ. ლორენტე (ბილბაო); 13 - პედრო (ბარსელონა).