კაკა: "ბარსელონას" უძლეველად არ მივიჩნევ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარცმველმა კაკამ ესპანურ გაზეთ AS-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მოურინიოსთან ურთიერთობასა და ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში გასამართ "კლასიკოზე" ისაუბრა.

- რას ნიშნავდა თქვენთვის "ატლეტიკთან" გატანილი ორი გოლი?
- ძალიან ბევრს. ამ გოლებმა საკუთარი ძალების რწმენა შემმატა.

- მადრიდული კლუბიდან წასვლა მართლა გსურდათ?
- ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა, თუმცა ზოგიერთებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს გუნდიდან ჩემი წასვლის სურვილს უკავშირდებოდა. მათ გასაგებად ვაცხადებ: წარმატების მიღწევა "რეალთან" ერთად მსურს.

- ქომაგთა კრიტიკა თუ გაბრაზებთ?
- არა. გულშემატკივრების კარგად მესმის. იმედი მაქვს,
მათ კეთილგანწყობას კვლავ დავიმსახურებ, ოღონდ, ვთხოვ, სულ ცოტა მაცალონ.

- შემდეგ ტურში "რეალს" "ბარსელონასთან" აქვს თამაში. როგორი იქნება ამ დაპირისპირების შედეგი?
- ჩვენ კატალონიური კლუბის ძლევა შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ წინა მატჩი 0:5 დავთმეთ. "ბარსელონას" უძლეველად არ მივიჩნევ. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ჩემპიონატის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ჯერ კიდევ შეგვიძლია.

- მოურინიოსთან თქვენი ურთიერთობა როგორ ყალიბდება?
- ბრწყინვალედ. ჩვენი სახელები პრესაში გვერდიგვერდ ხშირად ჩნდება, მაგრამ ყველაფერი, რასაც წერენ, ტყუილია. მოურინიოსთანაც და სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებთანაც ყველაფერი წესრიგში მაქვს და მხარში დგომისთვის მათი მადლიერი ვარ.

- რისი მოგება უფრო ძალიან გსურთ - ჩემპიონატის, თასის თუ ჩემპიონთა ლიგის?
- მე სამივე ტიტულის მოგება მსურს.


მომზადებულია AS-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული