"ტოტენჰემთან" მატჩი მოურინიოსთვის სამწვრთნელო კარიერაში 500-ე იქნება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური მატჩი "ტოტენჰემთან" "რეალის" თავკაცის ჟოზე მოურინიოსთვის პროფესიონალურ სამწვრთნელო კარიერაში 500-ე იქნება.

48 წლის სპეციალისტს სამწვრთნელო დებიუტი 2000 წლის 23 სექტემბერს ჰქონდა. პირველ მატჩში მისმა "ბენფიკამ" "ბოავიშტასთან" 0:1 წააგო. პირველი გამარჯვება ოთხი შეხვედრის შემდეგ მოვიდა: 1:0 "ბელენესეში" დაამარცხა.

11 წლის მანძილზე პორტუგალიელმა 17 ოფიციალური ტიტული მოიგო: ექვსჯერ მან ნაციონალურ ჩემპიონატში გაიმარჯვა (ორჯერ "პორტუში", "ჩელსიში" და "ინტერში"), მის აქტივშია ასევე სამი სუპერთასი (თითოჯერ "პორტუსი", "ჩელსიში" და "ინტერში"), სამი თასი ("პორტუში", "ჩელსიში" და "ინტერში"), ორი ჩემპიონთა ლიგის თასი
("პორტუში" და "ინტერში") და უეფას თასი ("პორტუში").


მომზადებულია АS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /

საიტზე როგორც წესი კომენტარები ძირითადად შეცდომიან სტატიებს მოჰყვება
:)
მადლობა ვახო :)

giorgi
11:56 12-04-2011
0
ეგ მეც ვიცი პატარა არგენტინელო რო პორტოს უეფაც აქვს მოგებული , ამით იმის აღნიშვნა მინდოდა რომ რო უეფას მოგებას რომ აღნიშნავ ლიგა არ უნდა ახსენო???? მოკლედ გამოიძინიეთ და ისე თარგმნეთ
vaxo
11:47 12-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული