კაპიტანი თასის ფინალში დაბრუნდება

AutoSharing Option

გუშინ "ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი 33 წლის გახდა. იუბილეს ის ტრავმირებული შეხვდა - მართალია, კარლესმა ვარჯიში განაახლა, მაგრამ მისი თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამორიცხულია. თუმცა არის პოზიტიური ამბავიც - ექიმები კაპიტანს აიმედებენ, რომ ის ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს, რომელიც 20 აპრილს ვალენსიაში გაიმართება, მეტოქე კი ისევ "რეალი" იქნება.
პუიოლს მარცხენა მუხლი აწუხებს, ამიტომა მას იანვრის შემდეგ არ უთამაშია. ამ ხნის განმავლობაში ხოსეპ გვარდიოლა ჟერარდ პიკეს ან არგენტინელ გაბრიელ მილიტოს უწყვილებდა, ანაც ნახევარდაცვიდან დაცვის ცენტრში სერხიო ბუსკეტსი გადაჰყავდა. კარლეს პუიოლი 1978 წლის
13 აპრილს დაიბადა ლეიდაში. მან მთელი კარიერა "ბარსელონაში" გაატარა, ოთხი სეზონი მან სარეზერვო გუნდში გაატარა, 1999 წელს კი პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. პუიოლმა "ბარსელონას" მაისურით 511 მატჩი ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული