ჟოზე: ამქვეყნად ყველაფერი ხდება, მაგრამ რონალდოს გაყიდვა სიგიჟეა

AutoSharing Option
ბოლო დროს იტალიაში სულ უფრო ბევრს საუბრობენ კრიშტიანო რონალდოს "მილანში" შესაძლო გადასვლაზე. ამბობენ, რომ მის სანაცვლოდ "სამეფო კლუბს" ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ჯერაც გაურკვეველ თანხას შესთავაზებენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჟოზე მოურინიო იძულებული გახდა ეს ხმები გაებათილებინა.

"არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან კარგად ვიცი, რომ საფეხბურთო სამყაროში შეუძლებელი არაფერია. ბერლუსკონის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ "რეალს" გამაოგნებელი წინადადება შესთავაზოს. მაგრამ კრიშტი "მილანში" ნამდვილი სიგიჟეა, რადგან "რეალს" მისი გაყიდვა არ სურს", - განაცხადა "სამეფო კლუბის" თავკაცმა.

სხვათა შორის, სწორედ მან ერთი კვირის
წინ ისიც თქვა, რომ "რეალიდან" დაუყოვნებლივ წავა, თუკი მის თანამემამულეს გაყიდიან, თუნდაც ეს შანტაჟად ჩამითვალონო.

"რონალდო ძალიან დიდი ფეხბურთელია და მისი შესაფერისი სატრანსფერო თანხის გადახდა ბუნებაში არც ერთ კლუბს შეუძლია. "რეალში" საბოლოო სიტყვა ფლორენტინო პერესს ეკუთვნის და დარწმუნებული ვარ, რომ "მილანის" გახსნილ მადას ის ძირშივე მოუღებს ბოლოს".

შეგახსენებთ, რომ რონალდოს ტრანსფერი მსოფლიოს რეკორდია - 2009 წლის ზაფხულში ის "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალში" 94 მილიონ ევროდ გაყიდა. რონალდომ "რეალში" 80 თამაშში 73 გოლი გაიტანა, რაც ფენომენალური მიღწევაა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული