პიკე "რეალის" ხელმეორედ განადგურებას გამორიცხავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჯერარდ პიკემ განაცხადა, რომ მისი გუნდი მადრიდის "რეალს" კვლავ ანგარიშით 5:0 ვერ დაამარცხებს, როგორც ეს ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის მატჩში მოხდა. პიკეს თქმით, ეს ანგარიში ძალთა რეალურ თანაფარდობას არ ასახავს.

მანამდე კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ განაცხადა, რომ შეიძლება "ბარსელონამ" "რეალი" იმავე ანგარიშით  დაამარცხოს. პიკეს თქმით, როსელმა ეს ხუმრობით თქვა.

"ბარსელონას" მცველმა ხაზი გაუსვა, რომ მის გუნდს "რეალთან" მომავალ მატჩებში გაუჭირდება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ 2010/11 წლების სეზონში "ბარსელონა" სამივე ტურნირს - ესპანეთის ჩემპიონატს, ქვეყნის თასს და ჩემპიონთა
ლიგას მოიგებს.

"ბარსელონას" და "რეალს" დროის მცირე მონაკვეთში ოთხი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ. 16 აპრილს გუნდები ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებენ. 20 აპრილს "ბარსელონა" და "რეალი" ქვეყნის თასის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, 27 აპრილს და 3 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული