პუიოლი "რეალთან" ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
კარლეს პუიოლი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში "რეალთან"(1:1) მუხლქვედა მყესების ტრავმა მიიღო, გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.

ასე, რომ ფეხბურთელი ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში "სამეფო კლუბთან", რომელიც ოთხშაბათს შედგება, ალბათ, მოედანზე გამოვა.

შეგახსენებთ, არსებობდა საშიშროება, რომ პუიოლი, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინა, უახლოეს მატჩებს გამოტოვებდა. საბოლოო გადაწყვეტილებას პუიოლის თამაშთან დაკავშირებით უშუალოდ მატჩის წინ მიიღებენ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული