ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონას" კარს პინტო დაიცავს
AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში "ბარსელონასა" და "რეალს" შორის "ბლაუგრანას" კარში ხოსე პინტო ჩადგება.
35 წლის კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესის შემდეგ გუნდის მეორე მეკარედ ითვლება, თუმცა კლუბის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ძირითად შემადგენლობაში ადგილს პირველივე წუთებიდან სწორედ მას ანდობს.