სამეფო თასის ფინალი ესპანეთში სარეკორდო რაოდენობის მაყურებელმა ნახა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ამ ქვეყნის მოსახლეობის რეკორდულმა რაოდენობამ ნახა.

ოთხშაბათ საღამოს ტელეეკრანთან 13 მილიონმა ადამიანმა მოიყარა თავი, ხოლო როდესაც თამაში დამატებით დროში გადავიდა, ტელეაუდიტორია კიდევ ერთი მილიონით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ადრე არც ქვეყნის თასის ფინალს, არც "კლასიკოს" მსგავსი ინტერესი არ გამოუწვევია. შედარებისთვის: სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალმა ესპანეთში ტელევიზორებთან იმავე რაოდენობის აუდიტორია შეკრიბა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული