მოურინიო რონალდოს, ჩაბი ალონსოს და ლასანა დიარას დაასვენებს

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო, ასევე ჰავბეკი ჩაბი ალონსო და ლასანა დიარა "სარაგოსასთან" ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მათ ოთშაბათს "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს.

ნახევარმცველები სემი ხედირა და ფერნანდო გაგო კვლავინდებურად ტრავმირებულები არიან და "სარაგოსასთან" მატჩში მოედანზე გამოსვლას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს და მის დასრულებამდე 5 ტურით ადრე "ბარსელონას" 8 ქულით ჩამორჩება, "ვალენსიას" კი 17 ქულით უსწრებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული