სიმეონეს "ატლეტიკოს" უკავშირებენ

AutoSharing Option
"კატანიას" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, სეზონის დასასრულს, შესაძლოა, "ატლეტიკოს" ჩაუდგეს სათავეში.

არგენტინელმა იტალიური კლუბი ჩემპიონატის შუაგულში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სერია А-ში ადგილი ფაქტობრივად შეინარჩუნა.

მიუხედავად ამისა, კლუბში მისი მუშაობით არცთუ კმაყოფილები არიან. სიმეონეს კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად "ატლეტიკო" მიიჩნევა, სადაც ის ფეხბურთელობისას ასპარეზობდა.

მომზადებულია  Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული