"დიდი ხანია მინდოდა ესპანეთის მოქალაქეობა. დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა", - განაცხადა მარსელომ.
ახალი სეზონიდან მარსელო ლეგიონერად აღარ ჩაითვლება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით მოედანზე გუნდის შემადგენლობაში არაუმეტეს 3 ლეგიონერი უნდა იყოს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნიდან არ არიან.
მარსელო მადრიდულ კლუბში 2007 წელს გადავიდა.
მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით