მარსელომ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო.

"დიდი ხანია მინდოდა ესპანეთის მოქალაქეობა. დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა", - განაცხადა მარსელომ.

ახალი სეზონიდან მარსელო ლეგიონერად აღარ ჩაითვლება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის რეგლამენტის მიხედვით მოედანზე გუნდის შემადგენლობაში არაუმეტეს 3 ლეგიონერი უნდა იყოს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნიდან არ არიან.

მარსელო მადრიდულ კლუბში 2007 წელს გადავიდა.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული