ბაშტუში = დრენტე + 12 მილიონი

AutoSharing Option
"სამეფო კლუბის" მესვეურები კი აცხადებენ, იოზილის მერე აღარავის შევიძენთო, ფრანგული "ეკიპი" მათ ახალ სატრანსფერო მიზანზე წერს. ფრანგული სპორტული პრესის ლიდერის მტკიცებით, მადრიდელებმა "ლიონს" ბრაზილიის ნაკრების მარცხენა მცველ-ნახევარმცველ მიჩელ ბაშტუშში ჰოლანდიელ თანაამპლუელ როისტონ დრენტესა და ზედ 12 მილიონ ევროს სთავაზობენ.

"რეალის" დამრიგებელ ჟოზე მოურინიუ მოხიბლული ყოფილა 27 წლის ბაშტუშის უნივერსალიზმით, ვინ კლუბში შემტევი ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებს, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში განაპირა მცველად ირჯება.

ამასობაში, მიჩელ ბაშტუში ტრავმირებული და ერთი თვე უქმობა მოუწევს. შეხსენებისთვის, ათიოდე დღის წინათ ლიონელთა ხელმძღვანელები აცხადებდნენ, ბაშტუში ამ სეზონსაც
ჩვენთან გაატარებსო, მაგრამ თუ "რეალმა" ძალიან მოინდომა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული