"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "კლასიკოში" თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ. მე-11 წუთზე გოლი "სამეფო კლუბის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.
ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლეს. 49-ე წუთზე თავი კარლეს პუიოლმა გამოიჩინა - 1:1. გამარჯვების გოლი კი "ბარსელონას" 77-ე წუთზე ერიკ აბიდალმა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასთვის" ეს ზედიზედ მეშვიდე წაუგებელი შეხვედრაა "სანტიაგო ბერნაბეუზე", რაც კატალონიური გუნდის ყველაზე შთამბეჭდავი სერიაა "სამეფო კლუბთან" სტუმრად დაპირისპირების
საპასუხო შეხვედრა ბარსელონაში "კამპ ნოუზე" 26 იანვარს გაიმართება.