"ბარსელონამ" "რეალს" ისევ აჯობა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
წუხელ გამართული ესპანეთის თასის გათამაშების პირველ 1/4-ფინალური შეხვედრა, რომელშიც მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" მასპინძლობდა, კატალონიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "კლასიკოში" თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ. მე-11 წუთზე გოლი "სამეფო კლუბის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლეს. 49-ე წუთზე თავი კარლეს პუიოლმა გამოიჩინა - 1:1. გამარჯვების გოლი კი "ბარსელონას" 77-ე წუთზე ერიკ აბიდალმა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასთვის" ეს ზედიზედ მეშვიდე წაუგებელი შეხვედრაა "სანტიაგო ბერნაბეუზე", რაც კატალონიური გუნდის ყველაზე შთამბეჭდავი სერიაა "სამეფო კლუბთან" სტუმრად დაპირისპირების
ისტორიაში.

საპასუხო შეხვედრა ბარსელონაში "კამპ ნოუზე" 26 იანვარს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეტყობა მე სხვა ტელევიზორში ვუყურე.
ramo
12:55 19-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული