ეთიკის კოდექსი ბარსელონურად

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ საკლუბო ეთიკის ახალი კოდექსის ინიცირების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

"ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა და მისმა გუნდმა ამ ნაბიჯის გადადგმა იმად გადაწყვიტეს, რათა მომავალში არასასურველი თემები თავიდან აიცილონ. კერძოდ, ეს ეხება კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეთიკის კოდექსის მიხედვით, ყველა სოსიოსს (კლუბის წევრებს) სხვადასხვა საკითხებზე თავისი მოსაზრებების გამოთქმა და რჩევების მიცემა ოფიციალური საიტის მეშვეობით შეეძლებათ.

"გვსურს, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სოსიოსის აზრი ვიცოდეთ. "ბარსელონას" ხელმძღვანელთათვის კლუბის წევრთა აზრის და ნების ცოდნა და გათვალისწინება საქმიანობის ამოსავალი წერტილია", - თქვა "ბარსელონას" მმართველობის წარმომადგენელმა ტონი ფრეიშამ.

მისივე თქმით, ეთიკის კოდექსის პარალელურად, შეიქმნება ეკონომიკური საჯაროობის პრინციპის მაკონტროლებელი კომისია. ეს ინიციატივები სამართლიანობის გარანტიად უნდა იქცეს, ფეხბურთელების ნათესავებთან კონტრაქტებს, ფინანსური სახსრების გაუმართლებელ ხარჯვასა და კლუბის იმიჯის შემლახველ ქმედებებს კრძალავდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული