"ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა და მისმა გუნდმა ამ ნაბიჯის გადადგმა იმად გადაწყვიტეს, რათა მომავალში არასასურველი თემები თავიდან აიცილონ. კერძოდ, ეს ეხება კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეთიკის კოდექსის მიხედვით, ყველა სოსიოსს (კლუბის წევრებს) სხვადასხვა საკითხებზე თავისი მოსაზრებების გამოთქმა და რჩევების მიცემა ოფიციალური საიტის მეშვეობით შეეძლებათ.
"გვსურს, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სოსიოსის აზრი ვიცოდეთ. "ბარსელონას" ხელმძღვანელთათვის კლუბის წევრთა აზრის და ნების ცოდნა და გათვალისწინება საქმიანობის ამოსავალი წერტილია", - თქვა "ბარსელონას" მმართველობის წარმომადგენელმა ტონი ფრეიშამ.