გვარდიოლას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე ჯერაც არ გაუცია. ესპანური და ბრიტანული მასმედია არაერთხელ იუწყებოდა, რომ ის შესაძლოა სხვა კლუბს ჩაუდგეს სათავეში.
"ეჭვი არ მეპარება, რომ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გააგრძელებს. უბრალოდ, ის ამის შესახებ გუნდისთვის საუკეთესო დროს განაცხადებს.
საქმე ისაა, რომ გვარდიოლა თავის მოქმედებებში ძალიან თანმიმდევრული და ლოგიკურია", - განაცხადა გასპარმა.