ხუან გასპარი: ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონასთან" კონტრაქტს გააგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხუან გასპარი დარწმუნებულია, რომ გუნდის თავკაცი პეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გააგრძელებს.

გვარდიოლას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე ჯერაც არ გაუცია. ესპანური და ბრიტანული მასმედია არაერთხელ იუწყებოდა, რომ ის შესაძლოა სხვა კლუბს ჩაუდგეს სათავეში.

"ეჭვი არ მეპარება, რომ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გააგრძელებს. უბრალოდ, ის ამის შესახებ გუნდისთვის საუკეთესო დროს განაცხადებს.

საქმე ისაა, რომ გვარდიოლა თავის მოქმედებებში ძალიან თანმიმდევრული და ლოგიკურია", - განაცხადა გასპარმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული